ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატმა მოსამართლე ნანა შამათავას აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც არ დაკმაყოფილდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლე ნანა შამათავას აცილების შუამდგომლობა დააყენა და საფუძვლად მოიყვანა მოსამართლის სანქცირების ფაქტი.

ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განმარტა, რომ ზურაბ ჯაფარიძე ერთ-ერთია, რომელიც საერთაშორისო თვალსაზრისით ლობირებდა სანქციების დაწესებას და რომლის დამსახურებითაც ლიეტუვამ ნანა შამათავა დაასანქცირა, რის გამოც, ვარაუდი გამოთქვა, რომ მოსამართლე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სუბიექტური იქნებოდა.

ბრალდების მხარემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ დაცვის მხარე ნებისმიერი მოსამართლის შემთხვევაში ამ არგუმენტით იხელმძღვანელებდა, შესაბამისად, პროკურორის თქმით, აცილების საფუძველი არ არსებობს.

მოსამართლე ნანა შამათავამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ არის საკმარისად დასაბუთებული.

დღევანდელ სხდომაზე ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ 20 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს