მარტა კოსი - დღეს მიღებული კანონი კიდევ უფრო შეამცირებს სამოქალაქო სივრცეს და გაზრდის არსებულ რეპრესიებს - მსგავსი ნაბიჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და უნდა გაუქმდეს

დღეს მიღებული კანონი კიდევ უფრო შეამცირებს სამოქალაქო სივრცეს და გაზრდის არსებულ რეპრესიებს, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებზე ევროკომისარი, მარტა კოსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ღრმა წუხილს გამოვთქვამ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ, ევროკავშირის ღირებულებებისა და სტანდარტებისგან დამაშორებელ კიდევ ერთ ნაბიჯთან დაკავშირებით.

დღეს მიღებული კანონი კიდევ უფრო შეამცირებს სამოქალაქო სივრცეს და გაზრდის არსებულ რეპრესიებს.

მსგავსი ნაბიჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და უნდა გაუქმდეს“, - წერს კოსი.

ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს