ირაკლი კობახიძე - 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიგებთ - კომისიის ვადის გადაწევა მხოლოდ ტექნიკურია, რადგან ასეც და ისეც ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის თვითმმართველობის არჩევნებში

ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ მუნიციპალიტეტების 95%-ში საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად, არ გაგვიჭირდება არც ამ არჩევნების მოგება უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნის პარლამენტში დამტკიცების გადავადების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ ეს ტექნიკურია.

„რეალურად, საუბარია 2-3 თვეზე. გადავადების მიზეზი იყო ის, რომ ორჯერ გახანგრძლივდა საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის მანდატი. თუ მანამდე, პარლამენტის დადგენილებით, კომისიას უნდა გამოეძიებინა 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულები, პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისიის მანდატი 2012 წლის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზეც გავრცელდა, შესაბამისად, კომისიას საკუთარი სამუშაოს წარსამართად დასჭირდა მეტი დრო. ამიტომ, ეს ყველაფერი გადადის ივნისის ბოლომდე, ივლისის დასაწყისამდე, აქედან გამომდინარე, პარლამენტს დასკვნის დამტკიცება შეეძლება მხოლოდ სექტემბრის საშემოდგომო სასესიო კვირაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვას, თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მაღალ შედეგს აჩვენებს, ხომ არ გაართულებს ეს ამ პარტიების აკრძალვას, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს, შესაძლოა, იყოს ერთი შეხედვით ერთადერთი არსებითი საკითხი, რასთანაც დაკავშირებულია ვადის გადაწევა, მაგრამ რეალობა განსხვავებულია და ოპოზიცია მარცხისთვის განწირულია.

„ყველამ ვიცით, რაც არის, ისედაც დაბალი შედეგი აჩვენა რადიკალურმა ოპოზიციამ წინა არჩევნებზე, ჯამში მათ აიღეს 38% და ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ მუნიციპალიტეტების 95%-ში, შესაბამისად, ჩვენ არ გაგვიჭირდება არც ამ არჩევნების მოგება უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, აქედან გამომდინარე, ამ ნაწილშიც საგამოძიებო კომისიის ვადის გადაწევა არის მხოლოდ ტექნიკური თავისი არსით, გამომდინარე იქიდან, რომ ასეც და ისეც ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის თვითმმართველობის არჩევნებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი2"- თან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის