დათო დოიაშვილი - ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც სოლიდარობის ყველაზე მეტად ეშინიათ, ამ ყველაფერს ველოდი, მიკვირს, რომ ამდენი ხანი გვაცალეს - მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი, მთავარია, გამოუშვათ პოლიტპატიმრები

ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც სოლიდარობის ყველაზე მეტად ეშინიათ. ყველაფერი აკეთეს იმისთვის, რომ ეს სოლიდარობა დაშალონ , - ასე მიმართა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” წინ შეკრებილებს.

როგორც დოიაშვილმა აღნიშნა, მისი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის პირობებში, თეატრი არ დაბრუნდებოდა სცენაზე, ვიდრე მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე არ გათავისუფლდებოდა.

“ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ სოლიდარობისთვის. რა უნდა ვთქვა, არ ვიცი იმიტომ, რომ ჩემი მოხსნა ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც სოლიდარობის ყველაზე მეტად ეშინიათ. ეს თეატრი იყო მაგალითი იმის, როგორ შეიძლება ერთ ადამიანს დაუჭირო მხარი და გამოუცხადო სოლიდარობა, ამიტომ ყველაფერი აკეთეს იმისთვის, რომ ეს სოლიდარობა დაშალონ.

საერთოდ არ ვნერვიულობ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ველოდი. ველოდი უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. მიკვირს, კიდევ ამდენი ხანი რომ გვაცალეს. მე ვიქნები ამ თეატრის ხელმძღვანელი თუ არ ვიქნები, საერთოდ მეორეხარისხოვანია ამ შემთხვევაში. მე თვითონ არ ვიცი, დასი არის შეკრებილი და მიიღებს გადაწყვეტილებას.

ერთადერთი, რაც დღეს შემიძლია ვთქვა, მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი, მთავარი არის, გამოუშვათ პოლიტპატიმრები. გამოუშვით სასწრაფოდ!

ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ ჩვენთვის, ჩვენი თეატრისთვის კონკრეტულად, როცა შემოვიდნენ და დაიჭირეს ჩვენი სისხლი და ხორცი - ანდრო ჭიჭინაძე და ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. ამიტომაც, დღეს თეატრი არ დაბრუნდება, თუ მე ვარ ხელმძღვანელი, თეატრი ვერ დაბრუნდებოდა სცენაზე, სანამ ანდროს არ გამოუშვებდნენ, ამიტომ, გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. გასაგებია, მისაღებია, ყველაფერი ჩემთვის ნათელია.

არ ვიცი, ხვალ მე რა პერფორმანსი ან სპექტაკლი უნდა გავაკეთო ან რა უნდა შევქმნა ამაზე დიდი, ვიდრე ის ისტორია, რაც მაჩუქა ღმერთმა”, - განაცხადა დავით დოიაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო