ვოლოდიმირ ზელენსკი - იარაღის 40%-ზე მეტი, რომელსაც ფრონტზე იყენებენ, უკრაინაშია წარმოებული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმ იარაღის 40%-ზე მეტი, რომელსაც ფრონტის ხაზზე იყენებენ, უკრაინაშია წარმოებული.

„ჯილდოები გადავეცი ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაკებს. იმ იარაღის 40%-ზე მეტი, რომელსაც უკრაინის დასაცავად ფრონტის ხაზზე იყენებენ, უკრაინაშია წარმოებული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს ტენდენცია უცვლელია და უკრაინა სულ უფრო და უფრო მეტს გააკეთებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - დამოუკიდებლად და პარტნიორებთან ერთად.

„უკრაინას ყოველთვის დასჭირდება საკუთარი ძლიერი იარაღი, რათა გვქონდეს ჩვენი საკუთარი ძლიერი უკრაინული სახელმწიფო. უკრაინას ყოველთვის დასჭირდება საკუთარი ტექნოლოგიური უპირატესობა, რათა რუსეთში იცოდნენ: ჩვენ ყველა დარტყმას ვუპასუხებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს