მამუკა ხაზარაძე - ხელოვანის გაჩუმება მხოლოდ იქ სურთ, სადაც სიმართლის ეშინიათ და ეს დიქტატურაა!

ხელოვანის გაჩუმება მხოლოდ იქ სურთ, სადაც სიმართლის ეშინიათ და ეს დიქტატურაა! - ჩემი მხარდაჭერა დოის! - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ამით ის გამოეხმაურა კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„ხელოვანის გაჩუმება მხოლოდ იქ სურთ, სადაც სიმართლის ეშინიათ და ეს დიქტატურაა! ჩემი მხარდაჭერა დოის!,“ - წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია