უკრაინის დელეგაცია ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის პარიზში ჩავიდა

უკრაინის დელეგაცია ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის პარიზში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანდრეი ერმაკიც ცნობით, უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად პარიზში უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ანდრეი სიბიგასთან და რუსტემ უმეროვთან ერთად ჩავიდა.

„ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების სერია „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების წარმომადგენლებთან, მათ შორის საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფებიან“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საფრანგეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ერთად იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, მარკო რუბიო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს