„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, თბილისში სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა — Caucasus Build, გაიმართება.

გამოფენის მიზანი სამშენებლო ინდუსტრიის განვითარება, დარგში მომუშავე კომპანიებს შორის გამოცდილების გაზიარება და სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა თუ სერვისების გაცნობაა.

Caucasus Build ექსპოჯორჯიას ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, რომელიც უკვე 30 წელია აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონისთვის იმართება. ღონისძიებას წელს 25-27 აპრილს, ექსპო ჯორჯიას მე-11, მე-6, მე-5 და მე-4 პავილიონები და გარე სივრცე უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამშენებლო და სარემონტო მასალების დიდი არჩევანი და სპეციალური შეთავაზებები, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიების მხრიდან.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ სამშენებლო ტექნიკისა და დანადგარების, სარემონტო და სამშენებლო მასალების, ელექტრო სისტემებისა თუ აუზების მწარმოებელი კომპანიები. ჯამში, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 120-ზე მეტი კომპანია.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება თემატური ღონისძიებები, ვორკშოპები და პანელური დისკუსიები. მონაწილეები უახლეს პროდუქციასა და დარგის ინოვაციებს გაეცნობიან.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს ან ღონისძიების გვერდს Facebook-ზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ღონისძიებას მხარს უჭერს ბიზნეს 360°-ის ფარგლებში. ბიზნეს 360° პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნისიქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება