დიმიტრი მედვედევი - უკრაინის ფაშისტური ბანდის ხელმძღვანელები პარიზში ჩავიდნენ იმაზე მოსალაპარაკებლად, რამდენი ევროპული კუბოს მიღებას შეძლებენ უკრაინაში „მსურველთა კოალიციის“ ჯარების განლაგების შემდეგ

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინის „ფაშისტური ბანდის ხელმძღვანელები“ პარიზში ჩავიდნენ იმის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, თუ რამდენი კუბოს მიღებას აპირებს ევროპა უკრაინაში „მსურველთა კოალიციის“ ჯარების შეყვანის შემდეგ.

„როგორც ჩანს, უკრაინის ფაშისტური ბანდის ხელმძღვანელები პარიზში ჩავიდნენ გაერთიანებულ სამეფოსთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან მოსალაპარაკებლად, თუ რამდენი ევროპული კუბოს მიღებას შეძლებენ ისინი უკრაინაში „მსურველთა კოალიციის“ ჯარების განლაგების შემდეგ“, - წერს მედვედევი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, უკრაინის დელეგაცია ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის პარიზში ჩავიდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი