კახა კალაძე - კომისიის სხდომაზე გახარიას მხრიდან დაბნეულობა იგრძნობოდა და ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხები ჰქონდა, ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა

20 ივნისის ღამეს თუ გავაანალიზებთ, ბევრი კითხვა ჩნდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას დაბნეული იყო და ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხები ჰქონდა.

„20 ივნისის ღამეს თუ გავაანალიზებთ, ბევრი კითხვა ჩნდება, იგივე სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედებაზე. ჩვენ ბევრი აქცია გვინახავს ამის შემდეგ და ბევრი მოქმედებები ვნახეთ სპეციალური დანიშნულების რაზმის. რადიკალურად განსხვავებული, განსხვავებული ხელწერა და შესაბამისად, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ის ქმედებები, როგორ მუშაობდა და როგორ იყო განლაგებული სპეცდანიშნულების რაზმი. რაც ზედაპირზეა და რაც ჩანს, ვფიქრობ, ნათელია ყველაფერი.

რაც შეეხება კომისიის სხდომას და გახარიას მოსმენას, აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა მისი მხრიდან საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას, ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხები იყო. თუ გავიხსენებთ მის ინტერვიუებს, რადიკალურად ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა ამ ყველაფერმა“,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს