დიმიტრი პესკოვი - სამწუხაროდ, ევროპა ომის გაგრძელებაზეა ორიენტირებული

სამწუხაროდ, ევროპა ომის გაგრძელებაზეა ორიენტირებული, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„აშშ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ევროპელებთან და უკრაინელებთან მუშაობას აგრძელებს. რა თქმა უნდა, ველით, რომ მოგვარების მშვიდობიანი გზების პოვნის მზადყოფნას ევროპელებიც და უკრაინელებიც გამოავლენენ. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპა ომის გაგრძელებაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერი, პარიზში უკრაინის დელეგაციის ვიზიტსაც გამოეხმაურა.

„ცხადია, საუბარი უკრაინის საკითხის მოგვარების სხვადასხვა ასპექტების შესახებ იქნება“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის დელეგაცია ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის პარიზში ჩავიდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს