თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ მაკრო-სექტორულ ღონისძიებას უმასპინძლეს

თიბისი კაპიტალის გუნდმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს, უკვე ტრადიციულად, მიმდინარე აქტუალური მაკროეკონომიკური და სექტორული განახლებები წარუდგინა. ამჯერად შეხვედრის მთავარ ფოკუსში მოექცა მსოფლიო ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა - აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის გავლენა გლობალურ ბაზრებსა და საქართველოზე.

ღონისძიებას სახელწოდებით - „მსოფლიო და საქართველო: მიმდინარე ტენდენციები“ - ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თიბისი კაპიტალის დირექტორმა და კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა სავაჭრო პალატის წევრებს გაუზიარეს მოლოდინები, თუ რა გავლენას იქონიებს აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა გლობალურ და ადგილობრივ ბაზრებზე, ასევე, მიმოიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური და სექტორული ტენდენციები და პროგნოზები.

აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს გლობალურ ეკონომიკაზე, რაც გავლენას მოახდენს საქართველოზეც, მათ შორის ექსპორტზე, ფასებსა და ლარის კურსზე. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის წილი საქართველოს იმპორტში 12.2%-ია, ექსპორტში – 2.1%, ინვესტიციებში – 7.4%-ს შეადგენს, ხოლო ფულად გზავნილებში – 18.4%-ს.

შეხვედრაზე განხილული იყო უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორიც. თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლების თანახმად, თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები 2025 წლის პირველ კვარტალში შემცირდა, თუმცა ფასებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წლებში თბილისში გაცემულია 2.7 მილიონი მ² საცხოვრებელი ფართობის მშენებლობის ნებართვა, რაც ბაზარზე მიწოდების ზრდას ნიშნავს.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორს - 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტებმა 6.45 მილიონს მიაღწია, რაც 4.6%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ამასთან, ვიზიტორების რაოდენობა იზრდება ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ყაზახეთიდან, რაც უვიზო რეჟიმისა და პირდაპირი ფრენების შედეგია.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს