ბაჩო ქაჯაია - არგუმენტები, რომელიც შეიძლება ჰქონდეს კულტურის სამინისტროს, აბსოლუტურად არაადეკვატურია, იმიტომ, რომ ქვეყანა არის არაადეკვატურ მოცემულობაში

არგუმენტები, რომელიც შეიძლება ჰქონდეს კულტურის სამინისტროს, აბსოლუტურად არაადეკვატურია, იმიტომ, რომ ქვეყანა არის არაადეკვატურ მოცემულობაში - ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენს უფლებებს! -ამის შესახებ მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეები დავით დოიაშვილს სოლიდარობას უცხადებენ.

მისივე თქმით, „ახალი თეატრი“ დოიაშვილის ხელმძღვანელობით იმ გამომწვევებს, რომელიც ქვეყანაში იყო, ყოველთვის ადეკვატურად პასუხობდა.

„ეს სფერო ძალიან კარგად მუშაობდა და განსაკუთრებით, „ახალი თეატრი“ დათო დოიაშვილის ხელმძღვანელობით იმ გამომწვევებს, რომელიც ქვეყანაში იყო, ყოველთვის ადეკვატურად პასუხობდა. მგონია, რომ რა მდგომარეობაცაა ქვეყანაში, ახლაც ძალიან ადეკვატურად პასუხობს იმ გამოწვევებსა და მოცემულობას, რომელიც არის. შესაბამისად, არგუმენტები, რომელიც შეიძლება ჰქონდეს კულტურის სამინისტროს, აბსოლუტურად არაადეკვატურია, იმიტომ, რომ ქვეყანა არის არაადეკვატურ მოცემულობაში. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვითხოვდით და გვინდოდა ევროპულ ცივილიზებულ ქვეყნად ყოფნა და ამისკენ მივისწრაფოდით. ახლა წესით და რიგით არავის უნდა მივცეთ უფლება, რომ ყველაზე მთავარ გზას განვითარების, დემოკრატიის ვინმემ ადგეს და გადაუხვიოს. შესაბამისად, მოთხოვნები, რომელიც საზოგადოებას აქვს და განსაკუთრებით, თეატრს ყოველთვის ეჭირა პულსზე ხელი, ამ მოცემულობას ვერ და არ შევეგუებით, არ დავთმობთ და ჩვენს პოზიციებს მყარად დავიცავთ. ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენს უფლებებს!“ - განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს