საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საჯარო ლექცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საჯარო ლექცია სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა და მასში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სტუდენტებს საარჩევნო პროცესებში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.

„შეხვედრისა და საჯარო ლექციის მიზანი იყო სტუდენტები ადგილზე გასცნობოდნენ ცესკო-ს მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციის პირველი პირისგან მოესმინათ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ გახმაურებულ კითხვებზე პასუხები. გიორგი კალანდარიშვილმა სტუდენტებს გაუზიარა ინფორმაცია, როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში ის თეორიული ცოდნა, რომელიც მათ კონკრეტული სალექციო საგნით - საარჩევნო სისტემები და კანონმდებლობა - მიიღეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს საჯარო ლექციებით, შემეცნებითი ტურებით სტუდენტებს მისცეს საშუალება გაიღრმაონ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და ხელი შეუწყოს მათ კარიერულ ზრდასა და განვითარებას“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

სტუ-ის ინფორმაციითვე, საჯარო ლექციის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სამუშაო პროცესის სპეციფიკას, ადმინისტრაციის მუშაობის წესს და საარჩევნო პროცედურებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი