რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყანაში „თალიბანის“ საქმიანობაზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყანაში „თალიბანის“ საქმიანობაზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა , - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ქვეყნის გენერალური პროკურორის, იგორ კრასნოვის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

„შეჩერებულ იქნას „თალიბანის“ მოძრაობის საქმიანობაზე დაწესებული აკრძალვა, რომელიც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შედის. რუსეთში „თალიბანის“ საქმიანობაზე დაწესებული აკრძალვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება“, - განაცხადა მოსამართლე, ოლეგ ნეფედოვმა.

„ინტერფაქსის“ ცნობით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ რუსეთში „თალიბანის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღება მოხდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს