ვოლოდიმირ ზელენსკი - სტივ უიტკოფი რუსულ ნარატივებს ავრცელებს

სტივ უიტკოფი რუსულ ნარატივებს ავრცელებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი “სამშვიდობო შეთანხმებაში” უკრაინული ტერიტორიების შესაძლო ჩართვის შესახებ განცხადებებით რუსულ ნარატივებს ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს აღიარებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსულად და ეს პოზიცია არ შეცვლილა.

“ვთვლი, რომ ბატონმა უიტკფომა საკუთარი თავისთვის რუსული მხარის სტრატეგია მიიღო. ვთვლი, რომ ეს ძალიან სახიფათოა, ვინაიდან ის - გააზრებულად თუ გაუაზრებლად, არ ვიცი - რუსულ ნარატივებს ავრცელებს”,-განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ტრამპის წარმომადგენელს მანდატი არ გააჩნია “უკრაინული ტერიტორიების განხილვისთვის”, რომლებიც უკრაინელ ერს ეკუთვნის.

“ამიტომ საერთოდ არ მესმის, ის რაზე საუბრობს. ყველამ ეს, როგორც ბატონი პუტინის ბოდვა მოვისმინეთ. ეს მეგონა, რომ მას შესაბამისი ხალხი ჰყავს, რომლებიც აგრძელებენ ამ ნარატივების ცივილიზებულ ქვეყნებში გავრცელებას. ამიტომ სერიოზულად ამას არ ვუყურებ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარიზში უკრაინული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, სადაც ასევე იქნება ტრამპის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს