ანა დოლიძე - ,,ქართული ოცნების“ მხრიდან ქართული ენის სწავლებაზე საუბარი არის ფარისევლობა

,ქართული ენის სწავლება რომ გამოაცხადეს სავალდებულოდ ბაკალავრის დონეზე, რამხელა ტყუილი და ფარისევლობაა ეს, - ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მომსახურების სფეროში ძალიან მომრავლებულია ადამიანთა რიცხვი, რომელმაც არცერთი ენა არ იცის.

,,ქართული ენის სწავლება რომ გამოაცხადეს სავალდებულოდ ბაკალავრის დონეზე, რამხელა ტყუილი და ფარისევლობაა ეს. რა თქმა უნდა, ქართული ენის სწავლებას არაფერი არ სჯობს, სავალდებულოც უნდა იყოს, კარგადაც უნდა იცოდე ქართული, მაგრამ აი, გუშინაც შემხვდა ტაქსის მძღოლი, რომელმაც ქართული ენა კი არა, არცერთი ენა არ იცოდა. ასეთ დღეშია საქართველოში მომსახურების სფეროს ძალიან დიდი ნაწილი. მომსახურების სფეროში ძალიან მომრავლებულია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც არც ერთი ენა არ იციან. ქართული, რა თქმა უნდა, არ იცის. რა ბაკალავრზე ქართული ენას ვასწავლი, სისულელე, რა პრობლემებს ეტაკებიან, სადაც არ არსებობს პრობლემა. პრობლემა არის, გაიხედეთ აჭარაში, სადაც ნიშნებიც კი, ირღვევა კანონი ქართული ენის შესახებ და ნიშნებიც კი აღარ არის ქართულად, სადაც მომსახურე დონეზე აღარაა ქართული, ხშირად არის რუსულად. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. უბრალოდ ეს არის პრობლემა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ’’ შექმნა, ზუსტად ეს არის პრობლემა. სხვაგან ებრძვის პრობლემას იმიტომ, რომ ამ პრობლემის მოგვარება მას არ უნდა. არ დაგვავიწყდეს - “ქართულ ოცნებას’’ უნდა, რომ ჩვენ აქ საერთოდ აღარ ვიცხოვროთ, აქ რომ ვცხოვრობთ და ხმას ვიღებთ, ეს მათთვის პრობლემაა. ამას უნდა დავუპირისპიროთ ის, რაზეც მე ვსაუბრობ - მედეგობა”, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა