დონალდ ტრამპი - უკრაინასთან გვაქვს მინერალებზე შეთანხმება, რომელსაც ჩემი ვარაუდით, ხელი ხუთშაბათს მოეწერება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოლოდინით, უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი შემდეგ ხუთშაბათს მოეწერება.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრ, ჯორჯა მელონისთან ერთად მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

“გვაქვს მინერალებზე შეთანხმება, რომელსაც, ჩემი ვარაუდით, ხელი ხუთშაბათს მოეწერება, შემდეგ ხუთშაბათს, მალე. ველი, რომ შეთანხმების მოლოდინებს შეასრულებენ”,-განაცხადა ტრამპმა.

ტრამპს ასევე ჰკითხეს მის განცხადებებზე, რომლებშიც ის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყებას უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის აბრალებდა.

“ზელენსკის არ ვაკისრებ პასუხისმგებლობას, მაგრამ მთლად აღფრთოვანებული არ ვარ იმ ფაქტით, რომ ეს ომი დაიწყო. ეს ომის, რომელიც არასდროს არ დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი…

ასე რომ, კმაყოფილი არ ვარ მისით და კმაყოფილი არ ვარ არავისით, ვინც ჩართულია…

მას არ ვაბრალებ, მაგრამ იმას ვამბობ, რომ არ ვიტყოდი, რომ საუკეთესო სამუშაო შეასრულა. დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ, ნამდვილად არ ვარ დიდი თაყვანისმცემელი”,-განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში ომი “ახლოსაც არ იყო დაწყებასთან” და მისი დაწყების შესახებ “აზრიც კი არ იყო”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს