მედია - რუსებმა ხარკოვს კასეტური საბრძოლო მასალის მქონე ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, დაშავებულია ბევრი ადამიანი

რუსებმა ხარკოვზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა ოსნოვიანსკის რაიონში მრავალბინიან საცხოვრებელი სახლები დაბომბეს.

„წინასწარი ინფორმაციით, ხარკოვზე დარტყმები კასეტური საბრძოლო მასალის მქონე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა. სწორედ ამიტომ, დაზარალებული ტერიტორიები ძალიან დიდია“, - განაცხადა ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა.

მისი თქმით, დარტყმის შედეგად 20-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და 30-ზე მეტი კერძო სახლი დაზიანდა და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებოდნენ.

ხარკოვის გარდა, რუსებმა დილით ქალაქ სუმსაც დაარტყეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა „შაჰედის“ ტიპის დრონებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტზე განხორციელდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება