მარკო რუბიო - თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, შეერთებული შტატები უნდა გაეცალოს - გვსურს ამ ომის დასრულება, მაგრამ ეს ჩვენი ომი არ არის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, შეერთებულმა შტატებმა თავისი ძალისხმევა უნდა შეწყვიტოს და გაეცალოს, - СNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რუბიომ ჟურნალისტებს პარიზიდან გამგზავრებამდე განუცხადა.

„თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, უნდა გავეცალოთ. ახლა ძალიან სწრაფად უნდა განვსაზღვროთ, და მე ვსაუბრობ დღეების საკითხზე, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება. თუ ეს შეუძლებელია, თუ ჩვენ იმდენად შორს ვართ ერთმანეთისგან, რომ ეს არ მოხდება, მაშინ ვფიქრობ, პრეზიდენტი ალბათ იმ ეტაპზეა, როდესაც იტყვის, რომ ჩვენ დავასრულეთ“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ომის შესაჩერებლად ძალისხმევა არ დაუკლია, თუმცა მათ „მიაღწიეს წერტილს, როდესაც უნდა გადაწყვიტონ და განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ“.

„ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ დაგვიწყია. შეერთებული შტატები ბოლო სამი წლის განმავლობაში ეხმარება უკრაინას და ჩვენ გვსურს მისი დასრულება, მაგრამ ეს ჩვენი ომი არ არის. პრეზიდენტმა ტრამპმა 87 დღე გაატარა ამ მთავრობის უმაღლეს თანამდებობაზე და არაერთი ძალისხმევა გაწია ამ ომის დასასრულებლად. ახლა ჩვენ მივაღწიეთ წერტილს, როდესაც უნდა გადავწყვიტოთ და განვსაზღვროთ, შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ ორივე მხარესთან“, - აღნიშნა რუბიომ.

შეგახსენებთ, მარკო რუბიო და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი გუშინ პარიზში ევროპელ და უკრაინელ მოკავშირეებს შეხვდნენ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში