სტივ უიტკოფის განცხადებით, რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი მიიღოს

რუსეთმა შესაძლოა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი თავისი კონტროლის ქვეშ შეინარჩუნოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში­ განაცხადა.

უიტკოფმა დაადასტურა, რომ რუსეთში ვიზიტის დროს პუტინთან ტერიტორიულ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, საუბრის დროს „პუტინი უკრაინის მიწაზე იყო კონცენტრირებული“.

ამავდროულად, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთმა უკრაინის იმ ხუთი რეგიონიდან, რომლებსაც საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, შესაძლოა, ზოგიერთი მიიღოს, მაგრამ არა ყველა.

უიტკოფმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინას, შესაძლოა, ნაკლებად ადარდებდეს რუსულენოვანი რეგიონებით.

„როდესაც ამ ხუთი რეგიონის განხილვას იწყებთ - რუსეთი დაინტერესებულია მათით და, სხვათა შორის, უკრაინაც - მაგრამ თუ ზოგიერთი მათგანი ძირითადად რუსულენოვანია, მაშინ შესაძლოა უკრაინას ნაკლებად ადარდებდეს ისინი?“, - აღნიშნა უიტკოფმა.

The Wall Street Journal-ი წერს, რომ უკრაინაში ომის შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უკრაინის ხუთ რეგიონზეა ორიენტირებული, რომლებსაც მოსკოვი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა კიევი მათ დასათმობად მზად არ არის.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია