გიორგი გახარია - „ოცნება“ ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში უვიზო მიმოსვლის დაკარგვას - ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოს ამ მიღწევის დასაცავად

გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, „ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც უვიზო რეჟიმის საკითხზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება.

მისივე თქმით, ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად ბრძოლა გაგრძელდება.

“გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, “ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის - ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად”,- წერს გახარია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება