რეჟისორი გიორგი თავართქილაძე - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს დავით დოიაშვილი „ქოცხროვიდან“? ვერავინ, გამორიცხულია, იმიტომ, რომ ვინც „ქართულ ოცნებას“, რუსულ რეჟიმს უჭერს მხარს, ის ვერ იქნება ხელოვანი, ის შეიძლება იყოს ხელოსანი

ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს დავით დოიაშვილი დღეს „ქოცხროვიდან“? ვერავინ, გამორიცხულია, იმიტომ, რომ დღეს ვინც „ქართულ ოცნებას“ ანუ რუსულ რეჟიმს უჭერს მხარს, ის ვერ იქნება ხელოვანი, ის შეიძლება იყოს ხელოსანი, - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ, ვინც მის თანამდებობას დაიკავებს, ხელოვანი ვერ იქნება.

„ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს დავით დოიაშვილი დღეს „ქოცხროვიდან“? ვერავინ, გამორიცხულია იმიტომ, რომ დღეს ვინც „ქართულ ოცნებას“, ანუ რუსულ რეჟიმს უჭერს მხარს, ის ვერ იქნება ხელოვანი, ის შეიძლება იყოს ხელოსანი. ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი არის თავისუფალი აზრი. თუ თავისუფალი აზრი არ არის, ხელოვნება აღარ არის და იმ ადამიანს ხელოვანი აღარ ჰქვია. ასე რომ, ხელოსნები ბევრი ჰყავთ და სავარაუდოდ, მორიგ ხელოსანს ვიხილავთ. ვიხილავთ კიდევ ბევრ ხელოსანს სხვადასხვა დაწესებულებებში, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, რადგან კონსოლიდირებულია უკვე ივანიშვილის დიქტატურა. ეს სიმახინჯე არის უკვე ცხადი“, - განაცხადა გიორგი თავართქილაძემ.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო "სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება