გია ვოლსკი - კაია კალასი სიმპათიური ქალია, მაგრამ რასაც ჩასძახებენ, იმას ამოიძახებს - არავინ ეკითხება კაია კალასს, რატომ აკეთებს მისი ქმარი ბიზნესს რუსეთში, რატომ იშოვა მილიონობით დოლარი მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს

იმდენად დარღვეულია ყველა პრინციპი, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ეს არის პოლიტიკური ფული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის შავი ფული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება წესების მიხედვით უნდა მოხდეს, მათ შორის უპირველესია გამჭვირვალობა.

„ჩვენ უკვე გავცდით იმ ფაზას, როდესაც ვლაპარაკობთ გარკვეულ სტანდარტზე, იმის შესახებ, თუ როგორ ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაციები. არსებობს გარკვეული წესები, მათ შორის გამჭვირვალობა არის უპირველესი. ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს თანხა ქვეყანას უნდა ემსახურებოდეს.

იმდენად დარღვეულია ყველა პრინციპი, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ეს არის პოლიტიკური ფული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის შავი ფული. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ წარსული გამოცდილებიდან, რომ ეს ფული კვლავაც მოხმარდება პროცესების რადიკალიზაციას, რაშიც საფრანგეთი გარკვეულწილად არის დაინტერესებული. მას თავისი პრაგმატული ინტერესი გააჩნია“, - განაცხადა მან.

ამასთან, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ევროკავშირის კანდიდად ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციაზეა.

„საქართველოს აქვს ეროვნული ინტერესები და საქართველოს ეროვნული ინტერესები არ არის ცეცხლის ალში გახვევა. ეროვნული ინტერესები როგორც კი დაუპირისპირდება სხვა ინტერესებს, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესები უპირველესი იქნება. საქართველოს ეროვნული ინტერესებია დეოკუპაცია, ევროპული ინტეგრაცია და სტაბილურობის შენარჩუნება. ამ სამივე მიმართულებით ვჯობივართ ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას... ასევე, წინ ვართ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე, მათ შორის პოლონეთზეც. გადახედეთ მსოფლიო ბანკის მონაცემებს და დარწმუნდებით. ბევრ რამეში ვჯობივართ პოლონეთს“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის გარკვეული ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და უმჯობესია უპასუხოს კითხვას, თუ რატომ აქვს ბიზნესი მის ქმარს რუსეთში.

„რაც შეეხება კაია კალასს, სიმპათიური ქალია. არის გარკვეული ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ემსახურებიან გარკვეულ მიზანს. მათ შორის არის კაია კალასიც. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოიძახებს. არავინ ეკითხება კაია კალასს, რატომ აკეთებს მისი ქმარი ბიზნესს რუსეთში. რატომ იშოვა მილიონობით დოლარი მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს“, - განაცხადა მან.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია