ნინო წილოსანი - პოლონეთის სანქციები გაგრძელებაა დასჯის იმ მეთოდებისა, რომელიც საქართველოს მიმართ ხორციელდება მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოაბრუნა

პოლონეთის მხრიდან სანქციების დაწესება გაგრძელებაა იმ დასჯის მეთოდებისა, რომელიც საქართველოს მიმართ ხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოაბრუნა,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, პოლონეთის მხრიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენლის მიმართ შემოღებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკოსებს ის გავლენა უყვართ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ.

„პოლონეთის მხრიდან სანქციების დაწესება გაგრძელებაა, იმ დასჯის მეთოდებისა, რომელიც საქართველოს მიმართ ხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოაბრუნა. ასევე, ჩვენ გაგვახსენდება პოლონელი პოლიტიკოსების სიმპათიები მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, თუმცა არც პოლონელებს, არც ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფოს პოლიტიკოსს, პირადად სააკაშვილი ან „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ უყვართ, არამედ ის გავლენა უყვართ, რომელსაც ადვილად აღწევდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებში ყოფნის დროს. შესაძლოა, პირდაპირი კავშირი დავინახოთ აღნიშნულ სანქციებს, მათი მხრიდან დალობირებულ პოლიტიკურ მავნებლებსა და ამ მავნებლების მხრიდან, ანტიქართული პოლიტიკის გატარებას შორის.

თვითონაც ამბობენ, რომ სანქციები არის დასჯის მეთოდი და გარკვეულწილად ზემოქმედების მექანიზმი. რისთვის შეიძლება საქართველო და ქართველი ხალხი ისჯებოდეს? საქართველო, რომელიც სამაგალითოა კანდიდატი ქვეყნების სიაში, თავისი ვალდებულებების შესრულების მხრივ, საქართველო რომელიც აწარმოებს მშვიდობიან პოლიტიკას და დისკომფორტს არ უქმნის ჩვენს პარტნიორ ევროკავშირს ომის რისკით, საქართველო რომელიც ეკონომიკური ზრდით სამაგალითოა და ამ ყველაფრის ფონზე, ქვეყნები საჯარო მოხელეებს ასანქცირებენ, პოლიციელებს - ადამიანის უფლებების დარღვევაში, მაშინ როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, ნომერ პირველი ადამიანის უფლებების დამრღვევები, უპრობლემოდ გადაადგილდებიან და მიხეილ სააკაშვილი მათთვის ლეგენდაა.

სანქციები რეალურად მიემართება ქართველ ხალხს, რადგან ქართველმა ხალხმა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დააბრუნა“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე ნინო წილოსანი ევროკავშირის მხრიდან, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ არჩევანი ვიზალიბერალიზაციასა და პატრიოტიზმს შორის დადგება, ქართველი ხალხი პატრიოტიზმს კომფორტზე არ გაყიდის.

„უვიზო მიმოსვლა არის კომფორტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა ჩვენს ხალხს, ჩვენ ეს დავიმსახურეთ და ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის არავის ტყუილად არ მოუცია. ფაქტია, რომ ვიზალიბერალიზაცია როგორც საქართველოს, ისე შესაძლოა სხვა ქვეყნების მიმართ, ზემოქმედების იარაღად გამოიყენება და თუ ვინმე ამ კომფორტს ქართველ ხალხზე ზეწოლის იარაღად იყენებს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ქვეყნის სიყვარულს აირჩევს და პატრიოტიზმს კომფორტზე არ გაყიდის“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო