ვოლოდიმირ ზელენსკი - ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და სიცოცხლე გეზიზღებოდეს, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ქალაქზე წითელ პარასკევს, აღდგომის წინ

ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო ასეთი დარტყმები რომ განახორციელო, - ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წითელ პარასკევს, 18 აპრილს, რუსეთის მიერ ქალაქ ხარკოვის დაბომბვაზე, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.

„ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და სიცოცხლე გეზიზღებოდეს, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ჩვეულებრივ ქალაქზე - წითელ პარასკევს, აღდგომის წინ. როდესაც პარტნიორებს მივმართავთ, უპირველეს ყოვლისა შეერთებულ შტატებს, Patriot სისტემებისთვისა და მათთვის რაკეტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ამ რუსული ბოროტებისგან დაცვა - ფრთოსანი რაკეტებიდან ბალისტიკამდე, - მივმართავთ დაცვისთვის, რომელსაც ყოველი ერი იმსახურებს.

არ უნდა იყოს ისე, რომ რომელიღაც ერი დაცვას მეტად იმსახურებს, ხოლო რომელიღაც ნაკლებად. ეს ქრისტიანულია - დახმარება. მითუმეტეს როდესაც არის ასეთი შესაძლებლობა - დახმარების. არ უნდა იყოს ისე, რომ ვიღაც ტერორისტს რატომღაც შეუძლია თავი აარიდოს შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ ისევე ანადგურებს სიცოცხლეს, როგორც სხვა. რუსეთი, როგორც მინიმუმ მკაცრ სანქციებს იმსახურებს, რაც სასჯელია ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს“, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს