ტემი ბრიუსი - მარკო რუბიომ მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ თუ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა შეუძლებელი იქნება, მაშინ აშშ სამშვიდობო მცდელობებს ჩამოშორდება

მარკო რუბიომ მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ თუ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა შეუძლებელი იქნება, მაშინ აშშ სამშვიდობო მცდელობებს ჩამოშორდება, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ტემი ბრიუსი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს სატელეფონო საუბრისას ინფორმაცია მიაწოდა წინადადების შესახებ, რომელიც მან ხუთშაბათს პარიზში უკრაინის დელეგაციას, ხოლო ტელეფონით რუსეთის ოფიციალურ პირებს წარუდგინა.

„სახელმწიფო მდივანმა პრეზიდენტი ტრამპისა და აშშ-ის იმედი გამოხატა, რომ ამ წინადადების მიღება მოხდება და ეს უკრაინაში ხანგრძლივი და მყარი მშვიდობის დამყარებას გამოიწვევს. სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ომის დასრულება, თუ უახლოეს მომავალში მშვიდობისკენ მიმავალი გზა არ გამოჩნდება, მაშინ აშშ მშვიდობის დამყარების მცდელობებს ჩამოშორდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“, მაშინ აშშ მზად არის უკრაინაში ომთან დაკავშირებით „სამშვიდობო ძალისხმევა“ შეწყვიტოს.

„თუ რაიმე მიზეზით ორიდან რომელიმე მხარე ძალიან გაართულებს საქმეს, უბრალოდ ვიტყვით „სულელები ხართ, სულელები ხართ, საშინელი ხალხი ხართ“ და უბრალოდ ხელებს „დავიბანთ“. მაგრამ, ვიმედოვნებ, ამის გაკეთება არ მოგვიწევს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი