აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1000-მდე ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ქალაქ ჯვარში ხანძრის შედეგად დაზარალებული ჩაჩხალიების ოჯახი მოინახულა, აღდგომა მიულოცა და აფხაზეთიდან დროებით დევნილ, სოციალურად დაუცველ ნესტან ჩაჩხალიას სადღესასწაულო ნობათი გადასცა.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დროებით დევნილ, მოწყვლადი კატეგორიის 1000-მდე ოჯახს გადაეცა. დარიგების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აფხაზეთის მთავრობის წევრები, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ჯვარის დევნილთა განსახლების ობიექტში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სარეზერვო ფონდიდან, ფინანსური დახმარება გაუწია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება