გურამ მაჭარაშვილი - თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან

თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, „ვაია“, იმიტომ, რომ კიდევ უფრო უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური ველიდან,- ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, დასტური იქნება, რომ ნებისმიერ საკითხს არასერიოზულად ეკიდებიან.

„რა თქმა უნდა, თუ [თვითმმართველობის არჩევნებში] მონაწილეობას არ მიღებენ, ეს იქნება მორიგ ჯერზე დასტური, რომ ისინი, ჯერ ერთი, არასერიოზულად ეკიდებიან ნებისმიერ საკითხს, მეორე მხრივ კი, უფრო გააიოლებენ იმ პროცესს, რაც დაწყებულია საქართველოს პარლამენტში კომისიის სახით. მტკიცებულება უამრავია, რათა პოლიტიკური ველიდან გაქრნენ“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს