ლაშა ქარდავამ აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენელ გიორგი დათუაშვილთან ერთად, თბილისში, კომპაქტური განსახლების ადგილზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღესასწაულების პერიოდში ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებითა და ჩვენი ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს სააღდგომო ნობათების გადაცემა სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე“,- განაცხადა ლაშა ქარდავამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მერიის მხადაჭერით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დროებით დევნილ, მოწყვლადი კატეგორიის 1000-მდე ოჯახს გადაეცა. დარიგების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აფხაზეთის მთავრობის წევრები, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების წარმომადგენლები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება