ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული, აფხაზეთიდან დროებით დევნილი ორი ახალგაზრდა მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღესვე, ლევან მგალობლიშვილი ხონში, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებში იმყოფებოდა.

„მთავრობის თავმჯდომარემ გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა და აფხაზეთის მთავრობის სახელით თანადგომა აღუთქვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის მთავრობა ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება