ზვიად ცეცხლაძე - თანამებრძოლებო, ერთადერთი მოთხოვნაა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ, გადადგეს „ქართული ოცნება“ - მივმართავ „ოცნებას“: თუ გსურთ მშვიდობა, დათმეთ ძალაუფლება, თქვენ ჩვენთან ბრძოლას ვერ მოიგებთ

თანამებრძოლებო, უკვე დიდი ხანია, თქვენ სამართალს ითხოვთ, ითხოვთ ახალ არჩევნებს, პატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ - გადადგეს „ქართული ოცნება“ – მივმართავ "ოცნებას" და მათ მომხრეებს, თუ გსურთ მშვიდობა, დათმეთ ძალაუფლება. თქვენ ჩვენთან ბრძოლას ვერ მოიგებთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი,- ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძე ციხიდან გამოგზავნილ ხმოვან შეტყობინებაში აცხადებს, რომელიც გმირთა მოედანზე მისულმა აქციის მონაწილეებმა ჩართეს.

ცეცხლაძე თანამოქალაქეებს მოუწოდებს აირჩიონ ან შიშისა და ლაჩრობის გზა, ან ბრძოლისა და რევოლუციის.

„თანამებრძოლებო, ამ წუთებში ათობით აღელვებული გმირი შემოგცქერით და ნატრობს, რომ თქვენთან ერთად დებდეს ფიცს გმირების წინაშე. თანამებრძოლებო, უკვე დიდი ხანია, თქვენ სამართალს ითხოვთ, ითხოვთ ახალ არჩევნებს, პატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ - გადადგეს „ქართული ოცნება“. როდესაც ურიცხვი ბოროტი ქმედება ხდება მთავრობის მთავარი იარაღი, ხალხის მოვალეობაა დაამხოს ასეთი მთავრობა და დაიცვას დემოკრატია. ჩვენ დიდი ხანი ვითმინეთ. ვითმინეთ ოჯახის წევრების დასისხლიანება, გაგუდვა, გატაცება, დაპატიმრება, ციხეებში წამება, ღირსების შელახვა - ამან რეჟიმი მხოლოდ გაათამამა. მათ მოთმინება და მიმტევებლობა სისუსტედ ჩაგვითვალეს, დიდსულოვნება კი შიშად. ნათელია: ოლიგარქი თავის მიზანს არ დათმობს, რუსეთს არ შეელევა - ეს მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის და იგი დათმობაზე მხოლოდ მაშინ წავა, თუ იძულებულს გავხდით. ჩვენ ორი გზა გვაქვს: შიშის და ლაჩრობის გზა, რომელსაც თუ ჰუმანურობით შევფუთავთ, გვაქცევს რუსეთის გუბერნიად, სადაც ვიქნებით უსუსურები უსამართლობის წინაშე, სადაც ნამუსს ახდიან ჩვენს მებრძოლ ქალებს, სადაც ჩვენივე ღირსებას ჩაგვაფლობინებენ მიწაში. ან ბრძოლისა და რევოლუციის გზა, სადაც მონობაში სიცოცხლეს თავისუფლებაში სიკვდილს ვამჯობინებთ, სადაც დავიცავთ ჩვენს დემოკრატია ღირსებას და ფიცს. ჰოდა, აირჩიე ქართველო ერო. მივმართავ "ოცნებას" და მათ მომხრეებს, თუ გსურთ მშვიდობა, დათმეთ ძალაუფლება. თქვენ ჩვენთან ბრძოლას ვერ მოიგებთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი და თუ ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშინ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ? გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს", - ამბობს ზვიად ცეცხლაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს