ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაპირება 2 935-ჯერ დაარღვია - ქმედებები ყოველთვის სიტყვებზე უფრო ხმამაღლა მეტყველებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის არმიამ სააღდგომო ზავი დღის განმავლობაში 2 935-ჯერ დაარღვია.

„მთავარსარდალ სირსკის ანგარიში სააღდგომო ზავის დასრულების შემდეგ, ღამის 12:00 საათის მდგომარეობით. რუსეთის არმიის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაპირების დარღვევის საერთო რაოდენობამ დღის განმავლობაში 2 935-ს მიაღწია. ყველაზე მეტი დაბომბვა და თავდასხმები პოკროვსკის მიმართულებით მოხდა. რუსეთის მიერ სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაპირება კურსკის მიმართულებაზეც არ გავრცელებულა“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე რუსეთის მხრიდან თავდასხმის 96 შემთხვევა დაფიქსირდა, უკრაინის პოზიციები კი 1 882-ჯერ დაიბომბა.

„ფრონტის ხაზზე, საერთო ჯამში, რუსეთის მხრიდან თავდასხმის 96 შემთხვევა დაფიქსირდა, ჩვენს პოზიციებზე დაბომბვის 1 882 შემთხვევა მოხდა, მათ შორის 812 მძიმე შეიარაღების გამოყენებით და რუსულმა ძალებმა FPV დრონები 950-ზე მეტჯერ გამოიყენეს.

ეს დღე მოსკოვისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ეპასუხა აღდგომის შემდეგ სრული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე, ან ცაში ცეცხლის შეწყვეტის ვადის გაგრძელების წინადადებაზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რაკეტებისა და დრონების თავდასხმებისგან თავის შეკავებით“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა სარკისებურ ქმედებებს გააგრძელებს.

„უკრაინის ქმედებების ხასიათი სიმეტრიული დარჩება: ცეცხლის შეწყვეტას ცეცხლის შეწყვეტით ვუპასუხებთ, ხოლო რუსეთის დარტყმებს ჩვენივე თავდაცვითი პასუხით. ქმედებები ყოველთვის სიტყვებზე უფრო ხმამაღლა მეტყველებს“, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს