ლევან მგალობლიშვილი - დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ

გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას, - ამის შესახებ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ლევან მგალობლიშვილი წერს.

აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც წუხელ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.

"ქრისტე აღდგა! აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას.

აღდგომა არის სულიერი განახლებისა და იმედის სიმბოლო, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რწმენითა და ერთობით შეგვიძლია გადავლახოთ ნებისმიერი განსაცდელი.

საქართველოს მომავალი დამოკიდებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ შერიგებაზე. დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და თქვენი ოჯახების კეთილდღეობას", - წერს ლევან მგალობლიშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება