გრიგოლ გეგელია - სანქცირებულთა სია ერთმნიშვნელოვნად გაფართოვდება, საქართველოს ეყოლება უფრო მეტი სანქცირებული მაღალჩინოსანი

სანქცირებულთა სია ერთმნიშვნელოვნად გაფართოვდება, საქართველოს ეყოლება უფრო მეტი სანქცირებული მაღალჩინოსანი - ასევე,გაფართოვდება სანქციების შინაარსი, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების სიას გააფართოებს როგორც ევროკავშირი, ისე ამერიკის შეერთებული შტატები.

„საქართველოს ეყოლება უფრო მეტი სანქცირებული მაღალჩინოსანი და არა მარტო მაღალჩინოსანი, არამედ ყველა ისეთი აქტორი, რომელიც კვებავს ამ ბოროტმოქმედთა რეჟიმს. სია გაფართოვდება როგორც ევროპული კავშირის, ასევე, აშშ-ის მიმართულებით. ასევე, სანქციების შინაარსი გაფართოვდება და არ იქნება მხოლოდ სავიზო გადაადგილების სანქციებით შემოფარგლული. იქნება ფინანსური და ეკონომიკური ტიპის მეტი ზომა,“ - განაცხადა გეგელიამ.

ამასთან, მან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ „ამ პრივილეგიით“ სარგებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო დადგა.

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკის გამო, დღეს რისკის ქვეშ დადგა ყველა ფუნდამენტური მიღწევა და მონაპოვარი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს საზოგადოებას გააჩნია, მათ შორის არის ევროპულ კავშირში უვიზოდ მიმოსვლის საშუალება. ეს უპირველეს ყოვლისა არის ძალიან მნიშვნელოვანი პრივილეგია, რომელიც ჩვენ მოგვენიჭა როგორც მეგობარ ერს, როგორც პარტნიორ სახელმწიფოს და ამ პრივილეგიის შენარჩუნება გულისხმობს ბევრი რაღაცის სწორად გაკეთებას, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას, ყველა იმ ზოგადსაკაცობრიო იდეალთან თანხვედრაში ყოფნას, რაც გააჩნია ევროპულ კავშირს და საერთაშორისო თანამეგობრობას. ვინაიდან, „ქართული ოცნება“ არის თხემით ტერფამდე საპირისპიროდ განწყობილი და არა თუ არაფერს არ იცავს, არამედ მკაფიოდ და ხელაღებით არღვევს და აჩანაგებს ყველა ამ იდეას საქართველოში, ამიტომაც ბუნებრივად წარმოიშვა ეს საკითხი, იმსახურებს თუ არა საქართველო განგრძობითად ვიზალიბერალიზაციის, ამ პრივილეგიის ქონას. ამიტომ პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“, - განაცხადა გეგელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება