გედევან ფოფხაძე - საფრთხე სავსებით რეალურია, ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი - პასუხისმგებლობა, რომ ვიზალიბერალიზაციაზე საფრთხე შეიქმნა, ერთმნიშვნელოვნად „ქართულ ოცნებაზეა“

პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციაზე საფრთხე შეიქმნა, ერთმნიშვნელოვნად „ქართულ ოცნებაზე“, დე ფაქტო ხელისუფლებაზე, გაყალბებულ არჩევნებზეა - თუ ეს არ იქნებოდა, ვიზალიბერალიზაციას არანაირი საფრთხე არ შეექმნებოდა, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, საფრთხე სავსებით რეალურია.

„მგონია, რომ საფრთხე სავსებით რეალურია. როცა ასეთი რაღაც ხდება, პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლებას ეკისრება. კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ ეს მხოლოდ „ქართული ოცნების დამსახურება არ იყო, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოხდა და იმ პროცესში ჩვენ ყველა ჩართული ვიყავით, რომ ეს [ვიზალიბერალიზაცია] საქართველოს მიეღო. ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ვიზალიბერალიზაცია მოგვცეს, როგორც დიდი საჩუქარი და საქართველოს ევროპასთან ურთიერთობის დიდი პერსპექტივა. ფაქტობრივად, ევროპამ საქართველოს ყველა მოქალაქეს გაუღო კარი და აგრძნობინა, რომ ის ევროპის ნაწილია. ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში რომელიმე ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციას [საფრთხეს შეუქმნიდა], რომელიც წლების განმავლობაში შრომით იყო მოპოვებული - ამაში დავით აღმაშენებლის, ზვიად გამსახურდიას, ილია ჭავჭავაძის და ყველა ჩვენი დიდი წინაპრის შრომაც უნდა ვიგულისხმოთ. ყველაფერი ეს ქართულმა ოცნებამ ერთი ხელის მოსმით გადააგდო. პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციაზე საფრთხე შეიქმნა ერთმნიშვნელოვნად „ქართულ ოცნებაზე“, დე ფაქტო ხელისუფლებაზე, გაყალბებულ არჩევნებზეა - თუ ეს არ იქნებოდა, ვიზალიბერალიზაციას არანაირი საფრთხე არ შეექმნებოდა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს