ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი

ახმეტაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მოკლული აჩიკო ჯაბანაშვილის დედა ყვება, რომ მის შვილს უთვალთვალებდნენ. ის ამბობს, რომ მის შვილს 5 ტყვია ესროლეს.

"სიკეთით სავსე შვილი მყავდა. ვის რას უშავებდა, რომ ამ აღდგომის ღამეს სასიკვდილოდ გაიმეტეს. 5 ტყვია ესროლეს და მომიკლეს. პირველი მე ვნახე. სროლის ხმაზე გამოვედი ეზოში და უკვე აღარ იყო. ვის რას უშლიდა ჩემი შვილი. მაგრამ ის ვიცი, რომ უთვალთვალებდნენ, ბოლო 2 დღე სურათებს უღებდნენ და თურმე რა ჰქონიათ განზრახვა", - ამბობს გარდაცვლილის დედა.

ცნობისთვის, ახმეტაში მკვლელობა 19 აპრილის ღამეს მოხდა. აჩიკო ჯაბანაშვილს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება