დონალდ ტრამპი Signal-ის "ჩატზე" - პიტ ჰეგსეტი შესანიშნავად მუშაობს - ეს ყალბი ამბებია, ისინი ისტორიებს იგონებენ

პიტ ჰეგსეტი შესანიშნავად მუშაობს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა Signal-ის ჩატში „ჰუსიტებზე“ იერიშების დეტალები გააზიარა, „ყალბი ამბები“ უწოდა.

„პიტი შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს. მისით ყველა ბედნიერია. ეს ყალბი ამბებია. ისინი ისტორიებს იგონებენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, კითხვაზე, გახდა თუ არა პენტაგონი დისფუნქციური, მას შემდეგ, რაც ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჰეგსეტის რამდენიმე მრჩეველი გაათავისუფლეს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ არა.

„არავითარი დისფუნქცია არ არის. ჰუსიტებს კითხეთ როგორი დისფუნქცია აქვთ მათ“, - უპასუხა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, მანამდე CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჰიტ ჰეგსეტმა „ჰუსიტებზე“ სარაკეტო იერიშების შესახებ დეტალები Signal-ის ჩატში, სადაც წევრებს შორის მისი მეუღლე, ადვოკატი და ძმაც იყო, უკვე მეორედ გააზიარა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს