ბრიჯიტ ბრინკი - უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობა მთელი ჩემი ცხოვრების პატივია

უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობა მთელი ჩემი ცხოვრების პატივია, - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გამოსამშვიდობებელ მიმართვაში აცხადებს.

კიევში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა X-ზე გავრცელებულ ვიდეოში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აშშ-ის მიერ გაწეული მხარდაჭერის შედეგები შეაჯამა.

„უკრაინამ სამართლიანად მოიპოვა მამაცი ერის რეპუტაცია, რომელიც ევროპას ეკუთვნის. სუვერენული პარტნიორი, რომელიც ძლიერი, მტკიცე და ნოვატორია. მაგრამ სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ მხარს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას ვუჭერთ“, - აცხადებს ბრიჯიტ ბრინკი.

ცნობისთვის, მიმდინარე თვეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს. ბრიჯიტ ბრინკმა უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობა 2022 წლის მაისში დაიწყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება