ჯინ შაჰინი - დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს

დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი ოფიციალურ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მივესალმები, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მივესალმები დიდი ბრიტანეთის მიერ იმ ქართველი ოფიციალურ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც თავიანთი მოვალეობების შესრულებას, რომ ქართველი ხალხის უფლებები დაიცვან, თავს არიდებენ. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს“, - წერს ჯინ შაჰინი.

ცნობისთვის, 10 აპრილს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს