დონალდ ტრამპი თავდაცვის მინისტრზე - პიტი შესანიშნავად ასრულებს თავის საქმეს, ყველა კმაყოფილია მისით

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მხარს უჭერს აშშ-ის თავდაცვის მინისტრს პიტ ჰეგსეთს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიტ ჰეგსეთმა იემენში ჰუსიტებზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები აპლიკაცია Signal-ის შეტყობინებების ჯგუფში გააზიარა, რომელშიც მისი მეუღლე, ძმა და პირადი ადვოკატი იყვნენ გაერთიანებული.

„პიტი შესანიშნავად ასრულებს თავის საქმეს. ყველა კმაყოფილია მისით“, - განაცხადა ტრამპმა. კითხვაზე, კვლავ ენდობა თუ არა ჰეგსეთს, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, აბსოლუტურად“.

ცნობისთვის, გამოცემა NPR-მა ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა, პენტაგონის ხელმძღვანელის, პიტ ჰეგსეთის გარშემო ატეხილი სკანდალის ფონზე, ახალი თავდაცვის მინისტრის ძებნა დაიწყო. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა NPR-ის სტატიას სრული ყალბი ამბავი უწოდა და განაცხადა, რომ გამოცემა ეყრდნობა ანონიმურ წყაროს, რომელსაც აშკარად წარმოდგენა არ აქვს, რაზეა საუბარი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს