კირ სტარმერი ვოლოდიმირ ზელენსკის - მხარს ვუჭერთ რუსეთის მიმართ უკრაინის მოწოდებებს ცეცხლის სრულ შეწყვეტასთან დაკავშირებით

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა. მან განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს უკრაინის მოწოდებებს რუსეთის მიმართ, ცეცხლის სრული შეწყვეტის ვალდებულება აიღოს და რომ ახლა დროა, პუტინმა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი თავისი სასტიკი ომის დასრულებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ კირ სტარმერმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ განიხილეს „მსურველთა კოალიციასთან“ დაკავშირებული ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და მოუთმენლად ელიან შემდგომ პროგრესს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს