საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 1 401.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.7%-ით მეტია

2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 401.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.7%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8%-ს შეადგენს.

„აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 %-ით შემცირდა და 641.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 67.4% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (122.0 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (66.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (47.5 მლნ. აშშ დოლარი)-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება