GCCA-იმ სამშენებლო მოწყობილობების ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), სტაციონარული და მობილური ამწე მოწყობილობების რეალიზაციის სექტორში, შპს „ჯითისი ქრენიქსის“ მიერ შპს „ვეება რენთის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ამწე მოწყობილობებით მომსახურების ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას 81 ეკონომიკური აგენტი ახორციელებდა, ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 83 969 189.7 ლარი.

„შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე 803.6 ერთეულს უტოლდებოდა, რაც დაბალ კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის შედეგად კი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი მხოლოდ 7.5 პუნქტით იზრდება, 811.1 ერთეულამდე. ამდენად, ანალიზმა ცხადყო, რომ ბაზარი დაბალ კონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციის შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ზრდის მაჩვენებელი - უმნიშვნელოა. შესაბამისად, GCCA-ს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია არსებით გავლენას კონკურენტულ გარემოზე არ მოახდენს.

ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

2025 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 5 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ ეტაპზე, 4 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება