საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან

PSP მომხმარებელს მუდმივად ინოვაციური პროექტებითა და სასარგებლო სიახლეებით ანებივრებს. სულ ცოტა ხნის წინ, კომპანიამ დანერგა პირველი ლოქერი ფარმაციაში და ონლაინ მომხმარებლებს შოპინგის ახალი, კომფორტული მომსახურება შესთავაზა. მომხმარებლების დიდ დაინტერესებას კომპანია მრავალფეროვანი წამახალისებელი აქციებით ეხმაურება.

დღეიდან, 22 აპრილიდან, ლოქერით მოსარგებლე მომხმარებელს 50-ლარიან შენაძენზე ლოქერში შეკვეთასთან ერთად, PSP-ს საჩუქარი დახვდება. საჩუქრების მარაგის ამოწურვის შემდეგ კონკრეტულად Sebamed-ის პროდუქტების შეძენისას გერმანული ბრენდის სასაჩუქრე ნაკრებით გაგრძელდება.

პირველი PSP-ლოქერი ფარმაციაში არის თანამედროვე თვითმომსახურების სისტემა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეკვეთილი პროდუქცია აფთიაქში შესვლისა და რიგში დგომის გარეშე მიიღოს.

ონლაინ შეკვეთის მისაღებად კონკრეტული მისამართის მითითება და ლოდინი არ სჭირდებათ; www.psp.ge საიტზე ან PSP აპლიკაციით შეკვეთილ პროდუქტებს მომხმარებელი სასურველ დროს, რიგის და ფარმაცევტთან კონტაქტის გარეშე იღებს და PSP ლოქერით უფასოდ სარგებლობს. ლოქერით მოსარგებლე ონლაინ მომხმარებელი SMS-ის სახით მიღებული ბარკოდით არა მხოლოდ შეკვეთილ პროდუქტებს, ახლა უკვე საჩუქრებსაც მიიღებს.

PSP 30 წელია მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებულ ინოვაციებს ნერგავს. პირველი ონლაინ აფთიაქი საქართველოს მოსახლეობას უკვე 10 წელზე მეტია შესთავაზა. წლების განმავლობაში იზრდებოდა მომხმარებლების დაინტერესება. დღეს ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, მომხმარებელი ირჩევს სწრაფ და მოქნილ მომსახურებას, ამჯერად უკვე საჩუქრებთან ერთად.

#აიღე შეკვეთა 10 წამში - პირველი ლოქერი ფარმაციაში

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება