24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება

ფესტივალის პროგრამა უკვე ცნობილია და მას სრულად ფესტივალის ოფიციალურ ვებ გვერდზე შეგიძლია გაეცნო: https://touch.ge/touchrgb25

Touch RGB-ის კარგი 10 საათიდან გაიხსნება რეგისტრაციებისთვის, სცენა კი 11 საათიდან. სცენაზე 30 წუთიანი ქინოუთ პრეზენტაციებით წარსდგებიან როგორც მოწვეული სპიკერები, ასევე ადგილობრივი პროფესინალები ციფრული დიზაინის სხვადასხვა სფეროებიდან - UI/UX, Motion, ბრენდის იდენტობა, 3D/2D დიზაინი, ანიმაცია და სხვა.

სცენის პარალელურად მთელი დღის განმავლობაში აქტიური იქნება Class Room, რომელიც დღის განმავლობაში 4 საინტერესო ვორქშოფს უმასპინძლებს.

  1. “Breaking the Grid to Rebuild It: Advanced Layouts with Purpose” - DAS-ის ლექტორები თათა გუშარაშვილი და გიო ვასაძე წარმოგვიდგნენე
  2. “Many Faces, One Type” - რომელსაც Typeface.ge-ს ტიპოგრაფიის დიზაინერი, ალექსანდრე ჩარკვიანი ჩაატარებს
  3. “AI in Animation: A New Creative Era or a Quick Fix?” - Comm School-ის ორი ლექტორის, ჯონი კვეზერელისა და გიორგი კორგანობის საავტორო ვორქშოფი
  4. “The DNA of Modern Design Systems - Let's talk tokens” - საბა ჩიტაიშვილი, TBC Bank

შეგახსენებთ, რომ ვორქშოფზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციები ღონისძიების წინა დღეს დაიწყება.

დღის მეორე ნახევარში ასევე გაიხსნება პორტფოლიო რევიების სივრცე, სადაც ყველა დამსწრე დელეგატს ექნება საუშუალება ერთი-ერთზე გაისაუბროს და გაიაროს კონსულტაია ფესტივალის სპიკერებთან და საკუთარ ნამუშევრებზე ღირბეული უკუკავშირი მიიღოს.

ფესტივალის ფარგლებში ასევე ღია იქნება საგამოფენო სივრცე, რომელიც საინტერესო ინსტალაციას და მუსიკალურ პერფორმანსს უმასპინძლებს.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთის შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია ფესტივალის საიტზე: https://touch.ge/touchrgb25/get-pass

Touch RGB-ის მთავარი მიზანი ადგილობრივ და რეგიონის დიზაინ ქომუნითის მხარდაჭერაა, პროფესიული უნარების განვითარების, ახალი კონტაქტების და მსოფლიო ბაზრისთვის მომზადების გზით.

მთავარი პარტნიორები: საქართველოს ბანკი, Fabrika, Holy Motors, GIPA

პარტნიორები: Lost&Found, Episode

ქომუნითი პარტნიორები: Design Institute, Comm School, DAS, Smart Academy, ACAG, ProductTank

მედია პარტნიორები: : Marketer.ge, Forbes.ge, Entrepreneur.ge, Next.on.ge, AT.ge.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ვებ გვერდს: https://touch.ge/touchrgb25/get-pass

ან ფბ ივენთს: https://www.facebook.com/events/1803470213541300

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო