ეუთოს გენერალური მდივანი - საქართველოში სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მისი ხალხისთვის, ისე რეგიონის ინტერესებისთვის - ჩვენ მოწოდებული ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში

გვინდა, საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში ყველანაირი თვალსაზრისით და ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია, - ამის შესახებ ეუთო-ს გენერალური მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ეუთო მხარს უჭერს როგორც საქართველოს, ისე მთლიანად რეგიონის ქვეყნებს.

„მადლობას გიხდით თქვენი სტუმართმოყვარეობისათვის. ძალიან მიხარია, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები. ეს გახლავთ ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში ეუთო-ს გენერალური მდივნის პოსტზე. მე, რა თქმა უნდა, ერთგულად ვემსახურები ყველა იმ ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეუთო საკმაოდ დაინტერესებულია და ასევე, მხარს ვუჭერთ როგორც საქართველოს, ისე ამ რეგიონის ყველა ქვეყანას.

ინციდენტების პრევენციის მექანიზმი, ფაქტობრივად, უკვე სამოცი წლისაა. ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებსა და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტში იმყოფებიან. ჩვენ გაგვაჩნია მედიაციის „მრავალპლანოვანი“ საშუალებები, რომლებსაც ასეთ შემთხვევებში ვიყენებთ. ჩვენ უწყვეტად ვცდილობთ, რომ ჩავერთოთ კონფლიქტების რეგულირების საქმეში. სტაბილურობა საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მისი ხალხისთვის, ისე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის, მასში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად ათეული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ გვინდა საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში ყველანაირი თვალსაზრისით და ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია“, - განაცხადა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია