პაატა მანჯგალაძე - რა მოუტანა ქვეყანას 13-წლიანმა რეჟიმმა? - უპერსპექტივობა, ძალადობა, ძარცვა, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია - „ქართული ოცნება“ ცდილობს 13 წელი გაასაღოს როგორც წარმატება, რეალობა კი ერთია: ეს არის ღალატის 13 წელი

რეჟიმის 13 წელი არ არის გამარჯვება - ეს არის ღალატი. ღალატი, რომელიც დაიწყო არჩევნების მოპარვით, გაგრძელდა თავისუფლების მოსპობით და დასრულდა ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციით,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, 13 წელი გაასაღოს როგორც წარმატება.

„რა მოუტანა ქვეყანას ამ 13-წლიანმა რეჟიმმა? - უპერსპექტივობა, ძალადობა, ძარცვა, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია. „ქართული ოცნება“ ცდილობს 13 წელი გაასაღოს როგორც წარმატება. რეალობა კი ერთია, ეს არის ღალატის 13 წელი.

ღალატი, რომელმაც საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი თავისუფლება; ღალატი, რომელმაც წაგვართვა ევროპული მომავალი; ღალატი, რომელმაც ქვეყანა მარტო დატოვა მტრის წინაშე დაუცველი.

13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც: ხალხს წაართვეს არჩევანი და სახელმწიფო მიიტაცა მოძალადე ოლიგარქმა; ძალადობა, შანტაჟი და კორუფცია გახდა მმართველობის წესი; სასამართლო გააქრეს, მედია და განსხვავებული აზრი გამოაცხადეს მტრად; ოპოზიცია იდევნება, აქტივისტებს იჭერენ; საფრთხის ქვეშ დგას უვიზო მიმოსვლა; იბლოკება ევროპული კარი ქართველისთვის; სიღარიბე იქცა ბატონობის იარაღად, რომ მშიერს აღარ უნდოდეს თავისუფლება და შიშით ეძებოს ლუკმა პური ყოველდღე.

ამბობენ: „ეკონომიკა იზრდება" - არა, მხოლოდ მათი ქონება იზრდება! მათთვის - ვილები, ტენდერები, მილიონები. ხალხისთვის - გადასახადები, ვალები და მძიმე რუტინული ცხოვრების წესი.

და რას ზეიმობენ?

რეჟიმის 13 წელი არ არის გამარჯვება - ეს არის ღალატი. ღალატი, რომელიც დაიწყო არჩევნების მოპარვით, გაგრძელდა თავისუფლების მოსპობით და დასრულდა ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციით.

ღალატი, რომელსაც ვეღარ გადაფარავს ვერც სტატისტიკა, ვერც ფასადური შოუები, ვერც რუსული პროპაგანდა.

მაგრამ ეს ისტორია აქ არ მთავრდება. ჩვენ ვხედავთ სიმართლეს. ეს არ არის ის საქართველო, რისთვისაც ვიბრძვით.

და როცა ხალხი ირჩევს თავისუფლებას, არც ერთ რეჟიმს აღარ შეუძლია დიდხანს მისი შეჩერება", -აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს