ნარკოდანაშაულში ბრალდებული თეოდორე აბრამოვის ადვოკატი - ბიოლოგიური მასალა ჩხრეკის დროს, მოტყუებით, პირის ღრუდან აიღეს, თითქოს, ბრეკეტების ჩვენების მიზნით - ნარკოტიკული საშუალება აბრამოვის ჯიბიდან არ ამოუღიათ, ის პოლიციას ჰქონდა თან

თეოდორე აბრამოვისგან ბიოლოგიური მასალა პირადი ჩხრეკის პროცედურების დროს, მოტყუებით, მისი პირის ღრუდან აიღეს, თითქოს, ბრეკეტების ჩვენების მიზნით,- ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ აბრამოვის ადვოკატმა ინგა ჯაბანიშვილმა განაცხადა.

აღნიშნული მან პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებასთან, ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე აბრამოვის ბიოლოგიური კვალი ამოვიდა.

„ჩვენ თავიდანვე ვაფიქსირებდით იმ პოზიციას, რომ თედორე აბრამოვისგან საკვლევი მასალა, ნარკოტიკული საშუალება და შესახვევი მასალა კანონდარღვევით არის ამოღებული, ანუ პირადი ჩხრეკაა კანონდარღვევით ჩატარებული, რადგან საფუძველი არ არსებობდა. ეს ნარკოტიკული საშუალება თედორე აბრამოვს არ ეკუთვნოდა, მისი ჯიბიდან არ ამოუღიათ, ის თან ჰქონდა პოლიციას. თავიდანვე ვაფიქსირებდით, რომ აბრამოვისგან ბიოლოგიური მასალა პირადი ჩხრეკის პროცედურების დროს, მოტყუებით, მისი პირის ღრუდან, თითქოს, ბრეკეტების ჩვენების მიზნით. შესაბამისად, ჩვენ ეს მოლოდინი გვქონდა, რომ აღნიშნული დასკვნა ასეთი მოვიდოდა. თუმცა, საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ბიოლოგიურ მასალაზე კიდევ სხვა პროფილებიც ამოვიდა, რაც ჩვენს ვარაუდს ამყარებს, რომ ნარკოტიკული საშუალება და შესახვევი მასალა სამართალდამცავების ხელში იყო ყოველგვარი დალუქვის გარეშე, რაც მისი შეცვლის, გადატანის საფუძველს იძლევა“, - განაცხადა ჯაბანიშვილმა.

ცნობისთვის, თედო აბრამოვი სამართალდამცავებმა 7 დეკემბერს დააკავეს.

თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

ბრალის მიხედვით აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება 5 გრამამდე "მდმა" ამოიღეს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება