ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ქუთაისის სკოლების დირექტორებს შეხვდნენ

„სემეკის“ მიერ დაარსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ქუთაისის სკოლების ხელმძღვანელ პირებსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სემეკი“ ავრცელებს.

როგორც „სემეკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, ელეონორა ლაგვილავამ მონაწილეებს გააცნო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ცენტრში მიმდინარე პროექტის მიზნები და მნიშვნელობა.

„პროექტის ექსპერტმა, თემურ თორდინავამ ისაუბრა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს პროექტი „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“. პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება გარემოს დაცვის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობაზე, ამასთანავე მონაწილეებს მიეწოდებათ სიღრმისეული ინფორმაცია წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ.

პროექტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის ორმოცი სკოლის 650 მოსწავლე, ასევე ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების 50 სტუდენტი. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. ასევე, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან.

პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება